პანამის პრეზიდენტი: არხის მფლობელობაზე აშშ-სთან მოლაპარაკება არ იქნება

ამერიკასთან პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას არ ვაპირებ,- ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა.

მულინო იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მომავალი ვიზიტი მათ საშუალებას მისცემს, ფოკუსირდნენ საერთო ინტერესებზე, მათ შორის მიგრაციაზე და ნარკომანიასთან ბრძოლაზე.

როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, რუბიო ამერიკაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლის სახით ჩავა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ პანამის არხზე ამერიკული კონტროლის აღდგენა სურს.

ამასთან ერთად, მულინომ განაცხადა, რომ არხის აშშ-ის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება არ შეუძლია, ვინაიდან მას ჰონგ-კონგის კონსორციუმი მართავს, ხოლო თავად არხი პანამას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები