ლევან ნიკოლეიშვილი: “აღშფოთებული ხალხის,” “გულანთებული მომიტინგეების” და “თვითორგანიზებული” აქციის ნაცვლად სინამდვილეში ვხედავთ, USAID-ის მიერ 30 მილიონად დაფინანსებულ ჩვენი ქვეყნის რყევებსა და რევოლუციურ სცენარებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი USAID-ის შესახებ ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, USAID-მა 30 მილიონი დოლარი გამოყო 3 პროგრამისთვის, რომელთა მიზნობრიობა კითხვის ნიშნებს იწვევს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, “აღშფოთებული ხალხის,” “გულანთებული მომიტინგეების” და “თვითორგანიზებული” აქციის ნაცვლად სინამდვილეში ვხედავთ, USAID-ის მიერ 30 მილიონად დაფინანსებულ ქვეყნის რყევებსა და რევოლუციურ სცენარებს.
„აღშფოთებული ხალხის,” “გულანთებული მომიტინგეების” და “თვითორგანიზებული” აქციის ნაცვლად სინამდვილეში რას ვხედავთ, USAID-ის მიერ 30 მილიონად დაფინანსებულ ჩვენი ქვეყნის რყევებსა და რევოლუციურ სცენარებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა მერამდენედ მოეცარათ ხელი ამას ახლა არ დავთვლი. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თუ რატომ შეაჩერა საგარეო დაფინანსებები მგონი ესეც გასაგებია. ოღონდ თუ ამ საკითხებს თავად ტრამპი და მარკ რუბიო მოჰფენენ ნათელს და დამნაშავეებს სათანადო ადგილს მიუჩენენ გაცილებით უკეთესი იქნება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი