გიორგი გაბუნია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უსაფუძვლოა და აქვს კონკრეტული მიზანი, რომ საქართველოში როგორმე შენარჩუნდეს საპროტესტო მუხტი

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია აცდენილია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სამართლიანობის პრინციპებს,“ – ამის შესახებ  საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ის არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და აქვს კონკრეტული მიზანი, რომ საქართველოში როგორმე შენარჩუნდეს და დაიბუსტოს საპროტესტო მუხტი, დაიძაბოს სიტუაცია და მოხდეს რევოლუცია. ჩვენ ვნახეთ ეთნიკურად ქართველების და შულავერის კომიტეტის წარმომადგენლების აღფრთოვანება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, როგორ ოვაციებს გამოხატავდნენ ადამიანები, რომლებმაც სულ რამდენიმე წლის წინ ხმა მისცეს ევროსაბჭოს 16 33 რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეს აგვისტოს ომის დაწყება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საზოგადოება „ქართულმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები