„სკოლის დირექტორების არჩევა ჩვეულებრივი ფიქცია იყო“

სკოლის დირექტორთა ფიქტიურ არჩევნებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ყოფილმა დირექტორებმა და „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. როგორც 51-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა დავით ლაგვილავამ აღნიშნა, სკოლის დირექტორების არჩევის ნაცვლად, უმეტეს შეთხვევაში დანიშვნა მოხდა.
„ დირექტორების არჩევის ნაცვლად, უმეტეს შეთხვევაში დანიშვნა ხდებოდა. ჯერ კიდევ 2010 წლიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, თუ სამეურვეო საბჭო არ აირჩევს განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ დირექტორობის კანდიდატს, მინისტრი სკოლას 6 წლის ვადით დაუნიშნავს დირექტორს. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების შესახებ კანონს, რომელიც სკოლის ავტონომიას და მის დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება. წინა ხელმძღვანელობის დროს ამ მუხლის რეალიზება ვერ მოხდა. დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დღემდე დაშვებული შეცდომები გაეთვალისწინებინათ, პირიქით ხდება“,- განაცხადა დავით ლაგვილავამ.
ლაგვილავამ სკოლებში ნეპოტიზმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ნეპოტიზმის საფრთხეს დირექტორის არჩევის წესში შესული ცვლილება ზრდის. მისი განმარტებით, დირექტორის არჩევის წესში გასაუბრების მექანიზმის შეტანა მოწმობს, რომ კანდიდატების შერჩევა სუბიექტური ნიშნით უნდა მოხდეს.
„90-მდე სკოლის დირექტორობის კანდიდატი იმ მოტივით დაიწუნეს, რომ კომისიამ კონკრეტულ კანიდატს ხედვა დაუწუნა. პირადად დირექტორობიდან გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროს გამათავისუფლეს, სასამართლო ინსტანცია მოვიგე კიდეც, რაც ჩემს აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობს, მაგრამ დღეს არ ვიბრძვი სკოლის დირექტორობისთვის, არ მსურს, ვიყო სკოლის დირექტორი და არც მიმიღია მონაწილეობა სერტიფიცირების პროცესში. ჩემი ინიციატივები სისტემაში მანკიერი მხარეების შეცვლას ითვალისწინებს. მე უნდა დავიცვა ჩემი კოლეგების, სკოლის დირექტორების უფლებები“,- განაცხადა დავით ლაგვილავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები