ნინო ფოჩხუა: ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ასეთმა მტრულად განწყობილმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „ატლანტიკური საბჭო“, ვერ გაექცა სიმართლეს და თავის ანგარიშში საქართველოს წინსვლა ვერ დამალა
„თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ასეთმა მტრულად განწყობილმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „ატლანტიკური საბჭო“, ვერ გაექცა სიმართლეს და თავის ანგარიშში საქართველოს წინსვლა ვერ დამალა”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ამის შემდეგ როგორ უნდა დავიჯეროთ ამ ორგანიზაციის მესვეურთა ანტიქართული განცხადებები, როცა მათივე კვლევა, ამას აქარწყლებს.
„თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ასეთმა მტრულად განწყობილმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „ატლანტიკური საბჭო“, ვერ გაექცა სიმართლეს და თავის ანგარიშში საქართველოს წინსვლა ვერ დამალა.
დიახ, საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ამის შემდეგ როგორ უნდა დავიჯეროთ ამ ორგანიზაციის მესვეურთა ანტიქართული განცხადებები, როცა მათივე კვლევა, ამას აქარწყლებს.
„ატლანტიკური საბჭოს“ კვლევა პირველი არ არის, ცოტა ხნით ადრე სავალუტო ფონდმაც იგივე პროგნოზი დადო.
ასე რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებსაც არ ძალუძთ სიმართლესა და ფაქტებს გაექცნენ.“ – წერს ფოჩხუა.