გიორგი კახიანი – დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მისამართით ასეთი დამოკიდებულება უსამართლო და უსაფუძვლოა

“დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მისამართით ასეთი დამოკიდებულება უსამართლო და უსაფუძვლოა,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოს მიმართ არსებობს. სინამდვილეში, ასეთი შეფასებები ეფუძნება არასწორ და უსაფუძვლო შეფასებებს, თუ რაც ხდება საქართველოში მაშინ, როცა საუბრობენ ე.წ. პოლიტპატიმრებზე. ყველამ იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დიდი ბრიტანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უსამართლო და უსაფუძვლოა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, 30 ივნისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები