“უცხოელების მიზანი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება არ არის, ეს არის ფარდა, სიტყვად მოტანილი, მიზანი სხვაა” – ქადაგიშვილი
“[ხოშტარიას] შიმშილობა მიმართული იყო ერთი ოპოზიციონერის მიერ სხვების მიმართ, რაც რაღაცნაირი ნონსენსია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს.
“ეს სწორედ მათივე ქმედებით არის გამოწვეული. როგორც ახლა უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს ინგლისის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ, ასე გაჰყვნენ, ესენიც უცხოელების ნება-სურვილს. იმ უცხოელმა არცერთ ოპოზიციონერს არ უთხრა, რომ როცა ამომრჩეველს ასე მოექცევი და საბოტაჟს გამოაცხადებ, პოლიტიკურად წააგებო. ეს იმიტომ, რომ მათი მიზანი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება არ არის, ეს არის ფარდა, სიტყვად მოტანილი, მიზანი – სხვაა. ოპოზიცია ამ თამაშებს შეეწირა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.