გიორგი კახიანი – ოპოზიციაში დაბნეულები არიან და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ იმოქმედონ არჩევნებზე
“ოპოზიციაში დაბნეულები არიან და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ იმოქმედონ არჩევნებზე,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ამის მაგალითია თუნდაც შიმშილობის დაწყება და რამდენიმე დღეში დასრულება. თან ისე, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე, შიმშილობის მოთხოვნა მიმართული იყო სხვა პარტიების მიმართ, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ. ვინც აქამდე ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ისევ ისინი დარჩნენ, ყველა დანარჩენისთვის არაფერი შეცვლილა. ეს ფაქტი იმ ქაოსს აჩვენებს, რაც ოპოზიციაშია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნისთვის არაფერს ცვლის. არჩევნები ისე ჩატარდება, ამას როგორც შესაბამისი სტანდარტები მოითხოვს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – დასძინა კახიანმა.