ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მუსლიმანური თავშლის – ნიქაბის ტარება იკრძალება.
ამის შესახებ, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
გამონაკლის ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში – როცა ადამიანები სახეს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების დროს, სამედიცინო დანიშნულების, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამოქალაქო თავდაცვის მიზნით და სპორტული ან კულტურული ღონისძიებების დროს ფარავენ.