პაპუაშვილი – ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტაზე: არც მას, არც ქყვეყანას და არც ოპოზიციას შეეტყო, რომ მან იშიმშილა – გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება.
„არც მას, არც ქვეყანას და არც ოპოზიციას შეეტყო რომ მან იშიმშილა. სადაც იყვნენ სამი დღის წინ, დღესაც იქ არიან. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, რომ ადამიანმა 2 დღე იშიმშილა და ასევე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.