ჩემთვის პატივი იყო გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მათთან ნაყოფიერი საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X”-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია.
„ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ,”- აღნიშნულია განცხადებაში.
https://x.com/PM_Kobakhidze/status/1915010441668907436