ჯეი დი ვენსი – დროა, უკრაინა და რუსეთი აშშ-ის შეთავაზებას დათანხმდნენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა და რუსეთი მათ შეთანხმებას არ დათანხმდებიან, მაშინ აშშ ამ პროცესს დატოვებს.
მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთს გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევთ.
„ჩვენ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობაზე უარს ვიტყვით, თუ დადებით პასუხებს არ მივიღებთ. ჩვენ რუსებს და უკრაინელებს მკაფიო და სამართლიანი წინადადებები შევთავაზეთ და დროა, ისინი აშშ-ის შეთავაზებას დათანხმდნენ. მკვლელობების დასასრულებლად ორივე მხარემ იარაღი უნდა დაყაროს და უკეთესი უკრაინისა და რუსეთის ნამდვილად აშენების საქმეს უნდა შეუდგნენ“, – აღნიშნა ვენსმა.
ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპრაკების მიმართ დადებითადაა განწყობილი.