გიორგი გამსახურდია ანდრო ჭიჭინაძეზე: ის გახლავთ რუსი მსახიობი, ლიაკა ხოშტარიას დეიდაშვილი
გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
„ეს გახლავთ რუსი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მგიმო დამთავრებული, რუსების დაფინანსებული, მამამისის პუტჩისტური ხაზის გამგრძელებელი, ლიაკა ხოშტარიას დეიდაშვილი. ფილმი „ნინას“ შემქმნელები კიდევ, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ არიან დასანქცირებულები, უკრაინაში წარმოებული რუსული აგრესიის პროპაგანდის გამო. დანარჩენი არსებობს გუგლი და თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ. აი ეს ხალხი გვეძახის ჩვენ პრორუსებს. ანდრო ჭიჭინაძე კიდევ, პირწმინდად მოიხდის სასჯელს, პოლიციელებზე ძალადობისთვის.
P.S. ასევე დასანქცირებული რუსი რეპერი ბასტას (Баста) კლიპში მონაწილეობს 2023 წელს“,- წერს გიორგი გამსახურდია.