პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონური საზოგადოება დაიღალა.

პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მიზეზად ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩასული უკრაინელები დაასახელა. მინისტრის თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რაც უკრაინულ იაფ სასოფლო-სამეურნეო ექსპორტსაც უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, პოლონური საზოგადოება დაღლილია და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ“, – თქვა კოსინიაკ-კამიშმა.

ამასთან, მან ცეცხლის პოტენციური შეწყვეტის გასამყარებლად პოლონეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნა გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები