”ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს იმ დანაშაულებისთვის რაც მათ ჩაიდინეს” – დენის შმიგალი

“უკრაინამ კანადისგან 1,7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მიღებული თანხებია”, – ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი წერს.

„მადლობელი ვარ კანადის, პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნისა და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ეს თანხა საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები