ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ რაც ინტერვიუს წავიკითხავ, თუ საჭიროდ ჩავთვლი კომენტარს გავაკეთებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიერ ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მას აღნიშნული ინტერვიუ წაკითხული არ აქვს, შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ვერ ისაუბრებს. “მე არ მინახავს ინტერვიუ ასე, რომ ამის თაობაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა ის კითხვები რაც არსებობდა და რაზეც იყო საუბარი ამაზე ერთხელ უკვე გავეცით პასუხი და არ მინდა, რომ ხელმეორედ სალაპარაკო გავხადოთ. ჟურნალიტები ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ ხოლმე ასე, რომ არ მინდა თქვენზე დაყრდნობით გავაკეთო კომენტარი. მას შემდეგ რაც მე წავიკითხავ ინტერვიუს, თუ საჭიროდ ჩავთვლი კომენტარს გავაკეთებ“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, თუმცა პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება.
„არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან, ან რომ მერჩოდნენ, ალბათ მეც აღელვებული ვიქნებოდი“, – აცხადებს მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები