ლოს-ანჯელესში ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი და დაშავებულია ათობით პირი.
CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ლოს-ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერაა გავრცელებული, რომლის ლოკალიზებაც ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.
სალოკალიზაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია და 1000-მდე მეხანძრე.
სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
„კვირა“ გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელსაც სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს.