სალომე ზურაბიშვილი: ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე

ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები