მამუკა ახვლედიანი მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მერია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
ახვლედიანის განცხადებით, მერიას ძალიან ძვირი უჯდება ის სახელფასო დანამატები, რომელიც მერიის მაღალჩინოსანთა მიმართ გაიცემა.
„ნარმანია და მისი გუნდი ყველას მოუწოდებდნენ, რომ ქამრები შემოეჭირათ. ამბობდნენ, რომ ხარჯები უნდა შეემცირებინათ, პრემიები აღარ უნდა გაცემულიყო და ასე შემდეგ, თუმცა, საპირისპიროს ვხედავთ. წლის ბოლომდე ხელფასზე დანამატის სახით 152 000 ლარს მიიღებენ. მაგალითად, ბატონი მარგიშვილი თავის კუთვნილ ხელფასზე 3 000 ლარ დანამატს იღებს. ჯამში კი თვის განმავლობაში ეს დაახლოებით 6 000 ლარი გამოდის. ანალოგიურ დანამატს მერიის კიდევ 15 თანამშრომელი მიიღებს. მსგავსი ქმედებებით, ბუნებრივია, საბიუჯეტო ხარჯები იზრდება. არადა, თბილისის ბიუჯეტი 13 მილიონი ლარით შემცირდა. ამ ფონზე დანამატებზე საუბარი წარმოუდგენელი უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები