„მარგიშვილი მერიის რუხი კარდინალია“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისის მერიაში ატესტაციის შეჩერებას და მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ყოფილი სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მერიასთან აქცია გამართეს. თბილისის მერიაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს ოპოზიციონერმა წარმომადგენელმა მამუკა ახვლედიანმა ისაუბრა. „ჩვენი პროტესტის მიუხედავად, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ მერის პირველი მოადგილე მაინც დაამტკიცეს. არადა, ის მოვლენები, რაც თბილისის მერიაში აგვისტოდან დღემდე ხორციელდება – ზეწოლა, შანტაჟი და სხვა, მასშტაბებით უპრეცედენტოა. აღნიშნული გზებით, დღევანდელი მონაცემებით, მერიიდან 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. საატესტაციოი კომისიის თავმჯდომარის არარჩევა იმიტომ მოვითხოვეთ, რომ სწორედ მარგიშვილი დგას ამ ძალადობის უკან. ეჭვები და ფაქტები საკმაოდ დიდია. მაგალითად, იგივე ისნის გამგეობის თანამშრომლი ს მიმართ განხორციელებული მუქარა. მარგიშვილი, რომლიც თბილისის ვიცე-მერია, რუხი კარდინალის მდგომარეობას ასრულებს და ეს პროცესები მისი ხელდასმით იმართება, ყოველ შემთხვევაში, საკადრო პოლიტიკა“.
ახვლედიანის თქმით, ჩანაწერები უხვად არსებობს, რაც მერიის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითებს. მისი თქმით, ამ ფონზე ატესტაცია ობიექტური ვერ იქნება: „ვითხოვთ, ვიდრე ზეწოლის ფაქტებს არ გამოიძიებენ, ატესტაცია შეჩერდეს და პროცესი წარიმართოს არა ზეწოლის ფონზე, არამედ, ობიექტურად. თბილისის მერიის თანამშრომლებს 1 წლის წინ გაიარეს ატესტაცია და კონკურსი და სწორედ ამ წესით არიან დანიშნულები.“
ახვლედიანმა მერიაში ის პერიოდი გაიხსენა, როცა საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თავად იყო და აღნიშნა, რომ მაშინ ატესტაცია ნორმალურად ჩატარდა და კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი და გარე ექსპერტები შედიოდნენ. მისივე თქმით, თუ პროცესები არ შეჩერდა, დღეს გათავისუფლებული 200 ადამიანი ხვალ შეიძლება გახდეა 1000 და ზეგ – 1500.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები