ნიკა რურუა: ის, რაც ევროპაში შუა საუკუნეებში ხდებოდა, ჩვენთან დღეს ხდება

„პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამართლებრივი დევნა ევროპის ქვეყნებში შუა საუკუნეებში ხდებოდა, ჩვენთან კი ეს დღეს ხდება“, – აღნიშნული განცხადება ნიკა რურუამ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ევროსაბჭოს რეზოლუციის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ეროსაბჭოს მხრიდან კრიტიკული რეზოლუციის მიღება პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივმა დევნამ გამოიწვია. „იმ ქვეყანისთვის, რომელსაც სურს ევროპის ოჯახის წევრობა, რეზოლუციის შესრულება სავალდებულოა. გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები რეზოლიციის სავალდებულობა-არასავალდებულობაზე. ეს ტიპური რუსული პასუხია“,- განაცხადა ნიკა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ასევე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა.
როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა მიესალმება საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რომელიც, მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემოსი, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი, განსაკუთრებით მაშინდელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები