„ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიასთან ერთად აქციას მართავს
“ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრები და ნიკა მელია დედაქალაქის მერიის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თბილისის მერიაში შესვლასა და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ცდილობენ. ისინი საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას აპროტესტებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კონკურსი არაობიექტურად ჩატარდება.
“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დანაშაულებრივი ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრებიან თანამდებობის პირები თანამშრომელს, რომ მან დაწეროს განცხადება. ეს არის ნორმად ქცეული და ჩვენ ამის გასაპროტესტებლად მოვედით. მე და ირაკლი აბესაძე ვაპირებთ, რომ მთავრობის სხდომაზე შევიდეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე კი აცხადებს, რომ დღეს თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტს გაასაჯაროებენ.