გია აბაშიძე – ეუთო/ოდირის დასკვნაზე: რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე“ დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით

რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე“ დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მადლობას უხდის ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ „გაბუტულ“ ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები.

„20 დეკემბერი დიდი დარტყმაა მილევადი ნაცოპოზიციისთვის – ევროსაბჭოს გენმდივნის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გზავნილები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილით.

რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე“ დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ „გაბუტულ” ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები