ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება
რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება.
„რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც. რაღაც პატარა შედეგს მიაღწიეს, თუმცა ვერავითარი არსებითი შედეგი ვერ მიიღეს. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ერთადერთი, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება, მათ შორის ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება იმ ბიზნესსუბიექტების თავისუფლებასაც, რომლებიც ასეთ აქტებს შეუერთდნენ, ჩვენი დამოკიდებულება არის ცალსახა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რა ხელწერაც ჰქონდათ მმართველობის პირობებში 2012 წლამდე, ზუსტად იგივე ხელწერით მოქმედებენ დღესაც. ბიზნესში შეჭრა, ბიზნესის თავისუფლების ხელყოფა, ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა 2012 წლამდე და აქაც იკითხება, ზუსტად იგივე ხელწერა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.