ზუკა რურუა – ლიბერალური ბაბლის მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე: ძალიან რთულია, ზოგადად, ასეთი ფაქტების მომსწრენი როდესაც ვხდებით – ვფიქრობ, ეს ამორალურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა ლიბერალური ბაბლის მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განხორციელებულ ბულინგს გამოეხმაურა.
„ძალიან რთულია, ზოგადად, ასეთი ფაქტების მომსწრენი როდესაც ვხდებით. როდესაც ჩვენს საამაყო ადამიანს, საამაყო სპორტსმენსა და საქართველოს სიამაყეს ასეთ ცინიკურ და ასე ვთქვათ, მაბულინგებელ კომენტარებს უწერენ. ვფიქრობ, ეს ამორალურია“, – განაცხადა ზუკა რურუამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.