დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადო.
„მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვა და აღვასრულო აშშ-ის კონსტიტუცია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ფიცი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დადო.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.