ტრამპი: პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე და გავაგზავნი ჯარს
მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა უკანონო შესვლა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
„აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით და მილიონობით კრიმინალი უცხოელების დაბრუნების პროცესს იმ ადგილებში, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ჩვენ აღვადგენთ „მექსიკაში დარჩი“ პოლიტიკას.
დავასრულებ დაკავებისა და გათავისუფლების პრაქტიკას და გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე ჩვენს ქვეყანაში დამღუპველი შემოჭრის მოსაგერიებლად. ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად“, – აღნიშნა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.