ტრამპი: დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება

ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება. მართლმსაჯულების სასწორი დაბალანსდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება.

„ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება. მართლმსაჯულების სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის იარაღად გამოყენება და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და ბევრად უფრო განსაკუთრებული, ვიდრე ოდესმე.

დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. გაბედულად დავდგებით, ამაყად ვიცხოვრებთ. ჩვენ თამამად ვიოცნებებთ და არაფერი დაგვიდგება წინ, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო“, – აღნიშნა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები