ტრამპი: სამხედრო ძალებში აღვადგენ მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს „კოვიდის“ ვაქცინაზე უარის გამო
მე აღვადგენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჩვენი სამხედრო ძალებიდან „კოვიდის“ ვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რათა ფოკუსირდნენ მთავარ მისიაზე – ამერიკის მტრების დამარცხებაზე.
„მე ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ შევაჩერო ჩვენი მეომრების დაქვემდებარება რადიკალურ პოლიტიკურ თეორიებსა და სოციალურ ექსპერიმენტებზე სამსახურის დროს. ეს დაუყოვნებლივ დასრულდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რომ ფოკუსირდნენ მათ მთავარ მისიაზე – ამერიკის მტრების დამარცხებაზე. 2017 წლის მსგავსად, ჩვენ კვლავ შევქმნით ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალებს, რაც კი მსოფლიოს უნახავს. ეს არის ის, რაც მინდა ვიყო – მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი“, – განაცხადა ტრამპმა.