ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, – ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გახდება ქვეყანა, რომელსაც კვლავ პატივს სცემენ.
„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ ჩვენით ისარგებლონ. ძალიან მარტივად, პირველ ადგილზე ამერიკას დავაყენებ“, – განაცხადა ტრამპმა.