ტრამპი: აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი
დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი სქესი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა.
„მე მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომ ჩვენი მეომრები მოვალეობის შესრულებისას არ დაექვემდებარონ რადიკალურ პოლიტიკურ თეორიებს და სოციალურ ექსპერიმენტებს. ეს დაუყოვნებლივ დასრულდება“, – აღნიშნა ტრამპმა.