გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ინფორმაცია კონკურსის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„მოგესალმებით, მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გასაგები მიზეზების გამო ვერ ჩატარდა. მადლობას ვუხდით კონკურსის თითოეულ მონაწილეს, ვინც საკუთარი ნამუშევარი გამოგვიგზავნა და ვუსურვებთ შემდგომში წარმატებას.
ჟიურიმ დაასახელა 3 გამარჯვებული და 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი:
I პრემია − ლილე კვირკვია
II პრემია − გოჩა სხილაძე
III პრემია − ელენე გოგებაშვილი

* * *
საუკეთესო ხუთეული:
ნინო გრძელიძე, მარიკა კოკაია, ნაირა კუსრაშვილი, თამარ დიასამიძე, ანა გელაშვილი.

კონკურსის ჟიური: მანანა კვაჭანტირაძე, ადა ნემსაძე, ბაჩო კვირტია.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და შემოქმედებით წინსვლას, წარმატებას ვუსურვებთ“! – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები