„წინანდლის პრემიის“ ახალი ლაურეატები ცნობილია
გამოვლინდნენ „წინანდლის პრემიის“ ახალი ლაურეატები. ორგანიზატორების ინფორმაციით, 2024 წლის „წინანდლის პრემია“ მიენიჭათ:
⦿ თეატრალურ ხელოვნებაში – ნატალია გაბისონიას;
⦿ კინოხელოვნებაში – ნიკა ოდიშელიძეს;
⦿ პროზაში – ლაშა მილორავას;
⦿ პოეზიაში – გიორგი ხარაიშვილს;
⦿ მუსიკალურ ხელოვნებაში – დავით ჯიქიას;
⦿ სახვით ხელოვნებაში – თიკა შელიასა და ანო ჯიშკარიანს;
⦿ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში – ბორის კომახიძესა და ლევან ლოსაბერიძეს;
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ნინო რევაზაშვილსა და ელენე კაცაძეს.
„წინანდლის პრემია 2024“ განხორციელდა ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.