ნიკა სვანიძე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

საპროტესტო აქციების მონაწილე, ნიკა სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნაწილობრივ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

სვანიძეს ორ მუხლს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხულიგნობის ფაქტი არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა კი სახეზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა სვანიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ სვანიძე არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას – დაეტოვებინა ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები