“რასაც ჩვენ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უკვე მტკიცდება მთელს მსოფლიოში” – მაჭარაშვილი
“ის, რასაც ჩვენ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უკვე მტკიცდება მთელს მსოფლიოში – ევროპაშიც და ამერიკაშიც”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ბევრ სხვა საკითხზე იქნება გადატვირთვა საქართველოსა და აშშ-ს შორის.
“იცით, რომ უკვე პრაქტიკულად არსებულმა პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას და იმის ცოდნას, ამერიკის მთავრობამ სად წაიღო ენჯეოებში ეს ფული. ზუსტად ამას ვამბობდით, როდესაც მივიღეთ “გამჭვირვალობის კანონი”. შესაბამისად, ეს იქნება თავსებადი პრინციპები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არა მხოლოდ ამ, არამედ ბევრ სხვა საკითხზე იქნება გადატვირთვა საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.