გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. ცუცქირიძის თქმით, ახობაძე წარსულში ნასამართლევია.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს – ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები