“შინაარსიან აქციებს ვერ დაარქმევ, რადგან არც გამომსვლელია, არც მოთხოვნები ჩანს” – გურამ მაჭარაშვილი

“მართალია, პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს მაღალი სტანდარტით იცავს, მაგრამ იმ ყველაფრის ატანა და მიღება, რაც ხდება, ძალიან ძნელია”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გახდა მას შემდეგ, რაც პიროტექნიკა ამოიღეს, მაგრამ მაინც რადიკალური პროცესებია.

“შინაარსიან აქციებს ვერ დაარქმევ, რადგან არც გამომსვლელია, არც მოთხოვნები ჩანს. ჩანს მხოლოდ ის, რომ უცხოელი პატრონები აღიარებენ, რომ ეს აქციები მათ მიერ დაფინანსებულია.

რაც შეეხება არაფორმალურ დაჯგუფებებს, მართალია, პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს მაღალი სტანდარტებით იცავს, მაგრამ იმ ყველაფრის ატანა და მიღება, რაც ხდება, ძალიან ძნელია. ამ პროცესებში სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს რადიკალიზმი მილევადი იქნება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები