ირაკლი ქადაგიშვილი: 2025 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას

,,რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან მყარ, მდგრად ფუნქციონირებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,
ბიუჯეტი იმავდროულად მიმართულია, იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.

„ეს ემსახურება როგორც ხელფასების, სოციალური დახმარებების, ჯანდაცვის პროგრამების გაზრდას, ეს არის აგრეთვე მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება, იმავდროულად საქართველოს სოფლებში, ქალაქებში მოხდეს ცხოვრების დონის ხელშეწყობით მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტი იმავდროულად მიმართულია, იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან მყარ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები