“პიროტექნიკა ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო; ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული პოლიციელი დაშავდა, დაზიანებულია სახელმწიფო ქონება” – ვახტანგ ჩოჩია
“პიროტექნიკის აკრძალვა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული პოლიციელი დაშავდა, ასევე, დაზიანებულია სახელმწიფო ქონება და არსებობდა ხანძრის გაჩენის საფრთხე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ ისაუბრა.
ჩოჩია პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას ითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, გაუმარტივდება პოლიციას იდენტიფიცირება ნებისმიერი პოლიციელისთვის და შესაბამისად მარტივი გახდება საზოგადოებისთვის დაინახოს ვინ უჭერს რეალურად ძალადობას მხარს და ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოში არსებულ მშვიდობას“, – განაცხადა ჩოჩიამ.