შალვა ოგბაიძე: ახალგაზრდების დანახვა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ცოდვის კალო დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში იწვევს მიუღებლობას არა ახალგაზრდების, არამედ პროცესის მიმართ, რომელშიც ისინი ჩართულები არიან
ეს იყო რეჟიმი, სადაც თუ არ მოხვდებოდი მისთვის ლოიალურად განწყობილ ადამიანთა ნუსხაში და გქონდა განსხვავებული აზრი, იწყებოდა სახელმწიფო მანქანით შენი რეპრესია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე “ საუბრისას განაცხადა.
„ახალგაზრდების დანახვა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ცოდვის კალო დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში იწვევს მიუღებლობას არა ახალგაზრდების მიმართ, არამედ ამ პროცესის მიმართ, რომელ პროცესში ისინი არიან ჩართულები“, – აღნიშნა ობგაიძემ.