“ბოლო დაფინანსებები რაც არის ფონდებიდან, ამ რადიკალებს ჩაასხეს, რომ აქ გადატრიალება მოახდინონ” – ირაკლი ზარქუა
“ბოლო დაფინანსებები რაც არის ფონდებიდან, ამ რადიკალებს ჩაასხეს, რომ აქ გადატრიალება მოახდინონ, შემდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას – ვერ ეღირსებიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოს საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩარევაზე ისაუბრა.
“ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხდება ის, რომ გვამუნათებენ, უნდათ, აქ რამენაირად უსამშობლოების მხარდაჭერა განახორციელონ. ბოლო დაფინანსებები რაც არის ფონდებიდან, ამ რადიკალებს ჩაასხეს, რომ აქ გადატრიალება მოახდინონ, შემდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას – ვერ ეღირსებიან. თქვენი დავალება რაც არის, ვერ შესრულდება. ქართველი ხალხი ამას არ გაგიტარებთ”, – განაცხადა ზარქუამ.