“ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით ასრულებს ევროკავშირის თითქმის ყველა კრიტერიუმს” – ქადაგიშვილი
“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით ასრულებს ევროკავშირის თითქმის ყველა კრიტერიუმს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„იდეოლოგიური ნარატივი, რომ გინდა თუ არა – ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს ყველა ქვეყანაში აუცილებელი ერთ-ერთი პირობა, ეს არის ერთი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზეწოლა ზოგადად ადამიანების უფლებებზე და კაცობრიობაზე. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება; ადამიანის ფუნდამენტური უფლება ერთია და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა მოზარდ თაობაში ყველა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.