ლევან მახაშვილი Fitch-ის ანგარიშზე: ჩვენთვის რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ ყოფილა ეს შეფასება

“ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი საკრედიტო სააგენტო Fitch-ის ანგარიშს გამოეხმაურა.

„არაერთხელ დადასტურდა, რომ მიუხედავად მოწოდებებისა და ყალბი შეფასებებისა თუ სხვადასხვა ტიპის მცდელობებისა, რომ რაღაცნაირად მოერღვიათ ფინანსური სისტემა, ასევე გარე ზეწოლის მიუხედავად, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის აგრესიასთან და სხვადასხვა ტიპის გეოპოლიტიკურ არასტაბილურობასთან, ყველა ამ გამოწვევას საქართველოს ფინანსურმა სისტემამ გაუძლო. გაუძლო სწორედ იმიტომ, რომ ამ ფინანსური სისტემის საფუძველი არის მყარი და მართვის მენეჯმენტი არის გამართული და პროფესიონალურად ფუნქციონირებადი. ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ ყოფილა ეს შეფასება, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, რეზერვები, ამ რეზერვების მართვა არის გამართული და მას აბსოლუტურად არანაირი საფრთხე თუ კითხვის ნიშანი არ ემუქრება შემდეგი წლების განმავლობაში”,- აცხადებს მახაშვილი.

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები