პროკურორი: ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებულია ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი – ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა მისი თანხები მიითვისა

“ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია (ბიძინა ივანიშვილი) და ბრალდებულმა (გიორგი ბაჩიაშვილმა) ეს თანხა მიითვისა”, – ასე გამოეხმაურა პროკურორი მიხეილ სადრაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის დაკითხვას.

პროკურორის თქმით, მოწმის ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან თანხვედრაშია.

„დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რადგან დადასტურდა ყველა არსებული გარემოება და ბრალის ყველა ის კომპონენტი, რასაც ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ედავება. ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია და ბრალდებულმა ეს თანხა მიითვისა, შემდეგ კი აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა. მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან განმარტებები დოკუმენტებთან სრულად თანხვედრაშია, ამ ორ მოცემულობას შორის სრული თანხვედრაა, რაც მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს. აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც არსებითი ხასიათის ინფორმაციას ფლობს“, – განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები