აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ტრამპს და ყველა მომდევნო პრეზიდენტს მესამე ვადით არჩევის საშუალებას მისცემს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა შეიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, დონალდ ტრამპს და ყველა მომდევნო პრეზიდენტს თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის საშუალება ექნება,- ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
„ტრამპმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ ის არის ის ფიგურა თანამედროვე ისტორიაში, ვისაც შესწევს ძალა, შემოაბრუნოს ჩვენი ერის დაღმასვლა და დაუბრუნოს ამერიკას დიდება, ამიტომაც მას უნდა მიეცეს საჭირო დრო, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს“, – განაცხადა ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, კონგრესმენმა ენდი ოგლსმა.
მისივე თქმით, ტრამპს ყველა რესურსი უნდა მიეცეს.
„საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მივცეთ ყველა საჭირო რესურსი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამყარებული კატასტროფული კურსის შესაცვლელად“, – თქვა ოგლსმა.
როგორც მედია წერს, თუ აშშ-ის კონსტიტუციის დღევანდელი ტექსტი იწყება სიტყვებით „არავის აქვს უფლება არჩეულ იქნეს პრეზიდენტად ორ ვადაზე მეტჯერ“, ოგლსის ინიციატივა სთავაზობს ქვეყნის მთავარ კანონში ჩაიწეროს „არავის აქვს უფლება არჩეულ იქნეს პრეზიდენტად სამ ვადაზე მეტჯერ“.