ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ.

მეათე ხუთწლიანი ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

70 წლის ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა საპროტესტო აქციები დაარბიეს.

დასავლეთის ქვეყნებმა – აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები