სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.
„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.