ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ორბეთის და დიდგორის ბიბლიოთეკები წიგნებით მოამარაგეს
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სოფელ ორბეთის ბიბლიოთეკას ასი წიგნი გადასცეს. უახლესი ლიტერატურით მომარაგდა ასევე სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა.
„ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალშიც გააგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკებისა და საჯარო სკოლების მხარდაჭერას. ამ სოფლების მოსწავლეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსიაზეც მოვიწვიეთ”, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.