პროკურორი: სასამართლოს დღევანდელი სხდომა შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად – დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე აღიარა დანაშაული, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ნამდვილად დაესხა თავს დაზარალებულს

“სასამართლოს დღევანდელი სხდომა შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად – დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე აღიარა დანაშაული, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ნამდვილად დაესხა თავს დაზარალებულს (ალი ბაბაევს) და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა”, -ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ აყენებებს ალეკო ელისაშვილი ბაბაევს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ვიდეოჩანაწერები გავრცელებული არის, შეგიძლიათ კარგად იხილოთ და ნახავთ, რომ დაზარალებული თავის თანმხლებ პირთან ერთად შედის აფთიაქში და სწორედ ამ დროს, ბრალდებული თანმხლებ პირთან ერთად მოდის კოსტავას ქუჩაზე, აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებული შებრუნდება მის მხარეს და ბრალდებული იწყებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. სამჯერ მოაშორეს ბრალდებული დაზარალებულს, სამივეჯერ დაბრუნდა და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ხელებით და ფეხებით. ეს არის ის, რაც ვიდეო-ჩანაწერში ჩანს. რაც შეეხება ჯოხის აღების ფაქტს, ესეც არის ვიდეოჩანაწერში და ვადასტურებ, უბრალოდ ის ჯოხი, ისევ და ისევ, ალექსანდრე ელისაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოართვეს დაზარალებულს ისე, რომ მას არავისთვის საერთოდ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

საბოლოოდ, ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ათ წელზე მეტია იცნობს დაზარალებულს და მასთან არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა და კომუნიკაცია. ისიც დაადასტურეს, რომ იცოდნენ, დაზარალებული რომ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იყო და ისიც იცოდნენ, რომ დაზარალებული სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით მხარს უჭერდა ამ პოლიტიკურ პარტიას. ფაქტობრივად, სასამართლოს დღევანდელი სხდომა იყო სრული აღიარება ჩვენ მიერ წარდგენილი ბრალის“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები