თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ ელისაშვილს სხდომაზე მისი, როგორც დაკავებულის უფლებები გააცნო, რაზეც ელისაშვილმა ასე უპასუხა: “როცა დამაკავეს მაშინ უნდა წაეკითხათ ეს უფლებები, წიხლით რომ ჩამტენეს მანქანაში”.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.